I კატეგორიის ინჟინერი

I კატეგორიის ინჟინერი

  • მდებარეობა ბათუმი, ქუთაისი
  • განყოფილება რადიონავიგაციის სამსახური
  • ბოლო ვადა 16 ნოემბერი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ აცხადებს კონკურსს რადიონავიგაციის სამსახურში 1 კატეგორიის ინჟინერის პოზიციაზე. ქუთაისი - 2 ვაკანსია ბათუმი - 1 ვაკანსია

სამუშაო აღწერილობა

ძირითადი მოვალეობები:

• საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, ოპერატიულ ცვლაში მუშაობა;

• რადიონავიგაციის სამსახურის ტექნიკური საშუალებების და მოწყობილობების ექსპლოტაცია და ტექნიკური მომსახურება;

• საჭირო ქმედებების განხორციელება რადიონავიგაციის სამსახურის მიერ შემუშავებული ინსტრუქციების მიხედვით;

• არსებული ინსტრუქციების და პროცედურების დროული და ხარისხიანი შესრულება;

• უშუალო უფროსს ოპერატიულად მოახსენოს გამოვლენილი გაუმართაობის, დეფექტის, ხარვეზის, დაზიანებების შესახებ;

• შეასრულოს რადიონავიგაციის სამსახურის ტექნიკური საშუალებების და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება (ტმ-5 ფორმის ჩათვლით) გეგმის შესაბამისად;

• გაუფრთხილდეს და დაიცვას საზოგადოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.

• მონაწილეობა მიიღოს ტექნიკური და სხვა დამხმარე საშუალებების სამონტაჟო, სარემონტო და გაწყობით სამუშაოებში;

• დადგენილი დოკუმენტაციის წარმოება.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2025 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.

თემის ველში („Subject’’) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - „ რადიონავიგაციის სამსახური - ინჟინერი“.

გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

• საქართველოს მოქალაქეობა;

• უმაღლესი ტექნიკური განათლება;

• სამუშაო გამოცდილება - ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

• ქართული ენა - გამართულად;

• ინგლისური ენა -B1 დონეზე.

პიროვნული მოთხოვნები:

• ტექნიკური აზროვნების უნარი

• გუნდური მუშაობის უნარი

• კომუნიკაბელურობა

• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.