I კატეგორიის ტექნიკოსი
- მდებარეობა ქუთაისი
- განყოფილება კომუნიკაციების სამსახური
- ბოლო ვადა 16 ნოემბერი
შესავალი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ აცხადებს კონკურსს კომუნიკაციების სამსახურში I კატეგორიის ტექნიკოსის პოზიციაზე. ქუთაისი - 1 ვაკანსია
სამუშაო აღწერილობა
ძირითადი მოვალეობები:
• ყოველდღიური და/ან ცვლაში მუშაობა;
• ოპერატიული მონიტორინგი;
• რეზერვირების უზრუნველყოფა;
• ტექნიკური მომსახურების ჩატარება;
• გაუმართაობის აღმოჩენა და აღმოფხვრა;
• დოკუმენტაციის წარმოება;
• სამუშაო ჯგუფებში და პროექტებში მონაწილეობა.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2025 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.
თემის ველში („Subject’’) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - „ კომუნიკაციების სამსახური - ტექნიკოსი“.
გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
· საქართველოს მოქალაქეობა;
· უმაღლესი განათლება;
· ქართული ენის ცოდნა;
· ინგლისური ენის ცოდნა A2 დონეზე;
პიროვნული მოთხოვნები:
· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
· ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი;
· კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა;
· სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.